მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის სახელმწიფოსგან 300 ათასი ლარის გამოყოფის დასტურის მიღების შემდეგ, კლინიკა პაციენტებს კვლავ მიიღებს - Palitra News

მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის სახელმწიფოსგან 300 ათასი ლარის გამოყოფის დასტურის მიღების შემდეგ, კლინიკა პაციენტებს კვლავ მიიღებს

2020-08-22 13:17:33+04:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ მათი კლინიკა სახელმწიფოსგან 300 ათასი ლარის გამოყოფის დასტურის მიღების შემდეგ, პაციენტებს კვლავ მიიღებს. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ორი დღის წინ განაცხადა, რომ თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო.