ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსის პროგრამიდან გასვლის მიზეზებს განმარტავს - Palitra News

ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსის პროგრამიდან გასვლის მიზეზებს განმარტავს

2020-08-21 13:03:18+04:00

ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსის პროგრამიდან გასვლის გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. როგორც ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, მათი მიზანი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევაა, რაც არსებული პრობლემების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მისივე განმარტებით, ინფექციურმა საავადმყოფომ დროებით მხოლოდ კოვიდ და აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების სტაციონარული მომსახურება შეაჩერა და ამბულატორიული მომსახურების გაწევას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსის პროგრამიდან დროებით გავიდა, რა გადაწყვეტილებითაც ჯანდაცვის სამინისტრო უკმაყოფილოა. როგორც მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, გადაწყვეტილების შესახებ კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან სამინსტროს წინასწარი ინფორმირება არ მომხდარა, რიც გამოც ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ ინფექციური საავადმყოფო კანონის მიხედვით დაჯარიმდეს.