2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, განბაჟების ვადა 2021 წლის 1-ელ მარტამდე გაუხანგრძლივდათ. კანონის მიხედვით, განბაჟების შემდეგ, ავტომანქანებს 30 დღის ვადა ექნებათ იმისათვის, რომ ტექინსპექტირება გაიარონ, რაც ნიშნავს, რომ 1-ელ მაისამდე იმპორტირებულ ტრანსპორტს ტექინსპექტირება 2021 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა ჩაუტარდეს. რაც შეეხება ყველა სხვა დანარჩენ ავტოტრანსპორტს - კერძოდ, უკვე განბაჟებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტოტრანსპორტს, რომლებსაც ინსპექტირება ადრე გავლილი აქვს და ახლა ვადა ეწურება და ახალ ავტომობილებს, რომლებსაც, არსებული რეგულაციებით, პირველად უწევთ ტექინსპექტირება - მათ სტანდარტულად მოუწევთ ტექისნპექტირების გავლა შესაბამის თარიღამდე.