მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2020-08-18 16:05:20+04:00

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამით სასამართლომ ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვა დაიწყო. როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე სასამართლოს დამატებით ახალი მტკიცებულების წარდგენის შუამდგომლობით მიმართავს. მისივე განმარტებით, დღეს წარსადგენი მტკიცებულებები მოიცავს ვიდეომასალას,სადაც ბრალდებულებების გადაადგილება და დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებაა ასახული.

პროკურორი მიიჩნევს, რომ ამ შუამდგომლობას სასამართლო დაუშვებს, რადგანაც ის დასაბუთებულია. ამასთან, მისივე განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ შესავალ სიტყვას წარადგენს.