მსხვილი შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია „ფერინგ ფარმასეთიქალსი“ საქართველოს ბაზრით ინტერესდება. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოში არსებული ეკონომიკურ ვითარებას და საინვესტიციო გარემოს. ნათია თურნავამ აღნიშნული ფარმაცევტული კომპანიის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელშიც
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელიც მონაწილეობდა.