ამერიკელი კონგრესმენები - ვგმობთ პუტინის წინადადებას, ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ - Palitra News

ამერიკელი კონგრესმენები - ვგმობთ პუტინის წინადადებას, ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ

2020-08-18 10:51:28+04:00

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა და კომიტეტის წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მაიკლ მაკკოლიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზება დაგმეს. კონგრესმენებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ბელარუსი ხალხის უფლებას, მოითხოვონ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.