მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან მასიური თერმოსკრინინგი დაიწყო - Palitra News

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან მასიური თერმოსკრინინგი დაიწყო

2020-08-18 10:31:54+04:00

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასიური თერმოსკრინინგი დაიწყება. PCR ტესტირება იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც კოვიდის გამოხატული ნიშნები გააჩნიათ და ასევე, დაავადებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, წუხელ გამოკვლეული ტესტირებიდან ყველას პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება მეორად ტესტირებას, ვიბლიანის განმარტებით, უკვე ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, როდის ჩატარდება ლენჯერის თემის მეორადი ტესტირება.