საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რამდენი პროცენტია დაზღვეული - Palitra News

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რამდენი პროცენტია დაზღვეული

2020-08-17 11:04:39+04:00

საქართველოში რეგისტრირებული, დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა შემცირდა, კომპანიების მიერ მიღებული პრემიების რაოდენობა კი გაიზარდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 6 თვეში დაზღვეული იყო 92 ათას 753 ავტომობილი, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 92 ათას 994 ერთეული.

რაც შეეხება მოზიდულ პრემიებს, 2020 წლის 6 თვეში, კომპანიებმა 58 მილიონ 990 ათასი ლარის პრემია მოიზიდეს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 57 მილიონ 830 ათასი ლარის.

სადაზღვეო ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. ამასთან, აღსანიშნვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით, მილიონ 320 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული.

ცნობისთვის, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.