ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს

2020-08-10 10:27:12+04:00

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით გირჩი გამოთიშოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს, რაც განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთახნმება ერთიან კანდიდატებზე. როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს ის ერთგული რჩება საკუთარი გადწყვეტილების და მხარს უჭერს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ელნე ხოშტარიას კანდიდატურას. „ წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს, ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან”-წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და იქვე კონკურენტს ქართულ ოცნებიდან გია ვოლსკის საჯარო დებატებში იწვევს.