სამართალდამცავებმა ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გემ Rhosus-ის მფლობელი რუსი ბიზნესმენი დაკითხეს - Palitra News

სამართალდამცავებმა ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გემ Rhosus-ის მფლობელი რუსი ბიზნესმენი დაკითხეს

2020-08-07 10:12:35+04:00

ინტერპოლის ლიბანის ოფისის მოთხოვნით ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კვიპროსის პოლიციამ რუსი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი დაკითხა, - ამ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიზნესმენი იმ გემის მფლობელია, რომლითაც 2013 წელს ბეირუთში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაიტანეს.

კვიპროსის პოლიციის პრეს-სპიკერის განმარტებით, იგორ გრეჩუშკინს კითხვები ტვირთთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც გემს საქართველოდან მოზამბიკიში გადაჰქონდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.