საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლად პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დაინიშნა.
აღმოსავლეთ სარდლობის შტაბს ახალი სარდალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. მან ყოფილ სარდალს, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე კიკნაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ სარდალს წარმატებები უსურვა.
პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე თავდაცვის ძალებში 2002 წლიდან მსახურობს. აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობა ეკავა.