ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი - Palitra News

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი

2020-08-05 09:12:23+04:00

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა 78 და დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი,- ამ ინფორმაციას “როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, მიშელ აუნმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.