ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სიახლეებს ადგილზე გაეცნო - Palitra News

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სიახლეებს ადგილზე გაეცნო

2020-08-03 10:06:39+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებს გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ აკადემიური პერსონალისგან იმ პროექტის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც უნივერისტეტებში უკვე დაინერგა და ამჟამად განხორიცელების პროცესშია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული სწავლების ახალ პროექტებზე.