ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმერეთის სოფლებში შიმშილაქედსა და ახალ სვირში იმყოფებოდა, სადაც გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
ეკონომიკის მინისტრმა სოფლის მოსახლეობას პირადად მიულოცა გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება და ის სახელმწიფო პროგრამებიც გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
როგორც მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არცერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის იმერეთის რეგიონში.