გიორგი გახარია ონის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრო - Palitra News

გიორგი გახარია ონის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრო

2020-07-30 15:09:59+04:00

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ -მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრნენ. სხდომაზე რაჭაში, სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს. მანამდე გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვერტმფრენით სოფელ ღებში ჩავიდნენ, რომელიც სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

პრემიერმა ღებში სტიქიით შექმნილი პრობლემები მოსახლეობისგან პირადად მოისმინა