ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება - კახა კალაძე - Palitra News

ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ჭავჭავაძის გამზირზე ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება - კახა კალაძე

2020-07-29 11:45:37+04:00

ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე შემუშავებულ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.