რუსეთში კორონავირუსის 5 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 85 ადამიანი გარდაიცვალა - Palitra News

რუსეთში კორონავირუსის 5 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 85 ადამიანი გარდაიცვალა

2020-07-27 15:18:12+04:00

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 818 120-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 85 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 13 354-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 603 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 079 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.