გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და „სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. პარალელურად გიორგი ვაშაძემ კოალიცია "ძალა ერთობაშია" დატოვა.
როგორც ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის" ახალი ბრენდის პრეზენტაციის განაცხადა, დღეს გადამწყვეტი მომენტია იმისთვის, რომ 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა გაიმარჯვონ. მან ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზეც ისაუბრა. ვაშაძის თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმის შესახებ, სადაც გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და "სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები იქნებიან პოლიტიკური პარტნიორებისთვის ცნობილია.
თაკო ჩარკვიანის თქმით კი, ამ ეტაპზე პოლიტიკურ ოპონენტებს შორის პოლემიკის დრო არ არის და დასავლური ვექტორი უნდა გაძლიერდეს.