ქალაქ ჩენდუში მდებარე აშშ-ის საკონსულო ოფიციალურად დაიხურა. BBC-ის ცნობით, ამერიკელმა დიპლომატებმა საკონსულოს შენობა უკვე დატოვეს. ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ, CCTV-მა, გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოხსნეს შენობიდან ამერიკის დროშა.
ცნობისათვის, სამშაბათს აშშ-მ ჩინეთს 72 საათი მისცა ჰიუსტონის საკონსულოში ყველა ოპერაციისა და ღონისძიების შესაწყვეტად. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის "უპრეცედენტო ესკალაცია" უწოდა და საპასუხოდ აშშ-ს ქალაქ ჩენდუში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა და ამისთვის 72-საათიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს დილით ამოიწურა.