კასპის მუნიციპალიტეტში მაყვლის მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ. მინისტრის თქმით, ბოლო წლებში კენკროვნების მიმართულება ქვეყანაში პოპულარული გახდა და აქტიურად ვითარდება. სამინისტრო კი აქტიურად მუშაობს კენკროვანი კულტურის მოსავლის დაბინავების კუთხით, შემნახველი ინფრასტრუქტურის გამართული მოწყობისათვის. სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღი გააშენა და პირველი მოსავალიც აიღო.