მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება - პრემიერი - Palitra News

მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება - პრემიერი

2020-07-24 12:41:35+04:00

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა გუშინ, მთავრობის სხდომის დაწყებისას გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში.