ექსპერტიზის ბიურო თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის და მისი გადასვენების პროცედურებს განმარტავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომლებშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. მათივე ცნობით, ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის, ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი და იქვე აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოსთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი.
განცხადებაში ნათქვამია რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა. ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება.