თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ტერიტორიული რეზერვისტების მორიგი გეგმიური შეკრება გაიმართა. რეზერვისტების შეკრებას პირველად დაესწრნენ მათი დამსაქმებლები საჯარო და კერძო სექტორიდან, რომლებსაც სამხედრო ქვედანაყოფში თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს.
თელავში იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანიც. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს.