მასწავლებელობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი დაიწყო - Palitra News

მასწავლებელობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი დაიწყო

2020-07-22 12:07:02+04:00

მასწავლებელობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდას წელს 12 000-მდე პირი აბარებს. განათლების მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძე, ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრს ეწვია და მასწავლებლობის მსურველებს წარმატება უსურვა.

მასწავლებლობის მსურველები პირველ გამოცდას ქართულ ენაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩააბარებენ.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქშია გახსნილი.