ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისიდან "ეარფრანსი" კვირაში 2-ჯერ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს შეასრულებს.
როგორც ნათია თურნავა განმარტავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე "ეარბალტიკთანაც", რათა რიგას მიმართულებით ფრენები დაინიშნოს.
როგორც თურნავა აღნიშნავს, აგვისტოში კვლავაც გახანგრძლივდება რეგულარური ფრენების დროებით აკრძალვა ყველა სხვა მიმართულებით, თუმცა ეტაპობრივად გაიზრდება რეგულარული ფრენების არეალი.