ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ბოლო პერიოდში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განახლდა მსჯელობა, სადაც დარწმუნებით არის საუბარი, რომ შემთხვევა თვითმკვლელობას უკავშირდებოდა.
მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, თავის დროზე ეკლესია დარწმუნდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შემთხვევითობა, ამიტომ 15 წლის ლუკა სირაძეს წესი აუგო და მისთვის ლოცვა გააგრძელა.
როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირადი გამოძიება ჩაატარა, მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანზე, რომელიც 15 წლის მოზარდზე, ლუკა სირაძეზე ზეწოლის ბრალდებით დააკავეს, "სისტემის ჯოხი არ უნდა გადატყდეს".
ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.