თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო - Palitra News

თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

2020-07-18 17:57:07+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

თავდაპირველად ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, III ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც 1000 ჯარისკაცზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასადილო შენდება.

იმერეთის რეგიონის შემოვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში - დასავლეთის სარდლობასა და VI საარტილერიო ბრიგადაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც მოინახულა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. მალე კადეტები განახლებულ და გარემონტებულ სასწავლებელში ისწავლიან.