მთავრობა უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს - Palitra News

მთავრობა უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს

2020-07-09 11:27:50+04:00

მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა კიდევ გაგრძელდება. პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი პირების რეგისტრაციის თავდაპირველი ვადა 1-ელ ივლისამდე იყო განსაზღვრული.

ოფიციალურად დასაქმებულებისთვის სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში 200-ლარიანი, თვითდასაქმებულებისთვის კი ერთჯერადად - 300 ლარიანი დახმარება აქვსგათვალისწინებული.