მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - Palitra News

მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

2020-07-03 16:56:35+04:00

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული ერთ-ერთი მოწმე, ლუკა ბეჟანიშვილი ხელახლა აღარ გამოკითხეს. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა თემურ ადამიამ განაცხადა.

როგორც ადამია განმარტავს, პოლიციის დეპარტამენტში მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის კითხვები აღარ დაუსვამთ. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული იყო ასევე კიდევ ერთი მოწმე - ვახო ახვლედიანი, რომელიც საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონეა.