ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი პირის, დაზარალებულ ვახო ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ხიდიდან გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს რამდენიმე პირი მისდევდა. თუმცა, როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, აღნიშნული პირების ამოცნობა მას არ შეუძლია.
ახვლედიანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წვეულებიდან ის, გიორგი შაქარაშვილი და კიდევ ოთხი ახალგაზრდა თბილისის მიმართულებით ერთად წავიდნენ. ამასთან, ის ადასტურებს, რომ თბილისისკენ მიმავალ ბიჭებთან მოვერცხლისფრო ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც 5 ბიჭი გადმოვიდა და მათ ცემა დაუწყეს. ვახო ახვლედიანი ყვება, რომ მოძალადეებისგან მათ თავი გაქცევით დააღწიეს. მისი ჩვენების მიხედვით, თბილისისკენ მიმავალ ბიჭებს კიდევ ერთი ავტომობილი წამოეწია და მისი მგზავრებიც ახვლედიანს, შაქარაშვილს და მათ თანმხლებ ბიჭებს დაედევნენ. ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, მან თავი ბუჩქებს შეაფარა და დაინახა, რამდენიმე პირი გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს როგორ დაედევნა