თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ჯარისკაცებს.
მისივე თქმით, ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი, ჩვენი პარტნიორებისთვის საიმედო ძალა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა.