დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის კრიზისს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა უწოდა.
"ეს იყო კატასტროფა, დიახ, მოდით ნუ შევარბილებთ სიტყვებს, ეს იყო აბსოლუტური კოშმარი და ქვეყანამ სრული შოკი გადაიტანა. მაგრამ, ამ მომენტებში გაქვს შესაძლებლობა შეცვალო და უკეთ აკეთო საქმე", - განაცხადა ჯონსონმა Times Radio-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, საჭიროა იმის გამოკვლევა, თუ რა და როდის გაკეთდა არასწორად, თუმცა „ახლა ამის დრო არ არის".
"რა თქმა უნდა, უნდა შევისწავლოთ, თუ რა და როდის გაკეთდა არასწორად. ეს კარგად მესმის, თუმცა, ახლა ამის დრო არ არის", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 311 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 43 000-ზე მეტი ადამიანი.