ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს - Palitra News

ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს

2020-06-24 16:02:49+04:00

ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 31 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს მდინარე რიონის ხიდთან ნახეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.