ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2020 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, მმართველ პარტიას უკვე მიღებული აქვს 4,7 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება.
IDFI-ის განმარტებით, პოლიტიკური შემოწირულებები ხშირად კორუფციის რისკის შემცველია. მათი თქმით, კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით.
კვლევის შედეგად, გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური დაინტერესდეს როგორც სააქციო საზოგადოება აკურას შესყიდვების ეფექტიანობით, ასევე RMG Gold-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერებით,“- ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.