პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, მეორე მოსმენით დაამტკიცა - Palitra News

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, მეორე მოსმენით დაამტკიცა

2020-06-23 14:13:33+04:00

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ორივე პარტია 8 მარტის შეთანხმებსი შესრულებას და გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვს.