გიორგი გახარიას თქმით, გაორმაგებული პასუხისმგებლობაა საჭირო, რომ ვირუსის გავრცელების არსებული შედეგები შევინარჩუნოთ - Palitra News

გიორგი გახარიას თქმით, გაორმაგებული პასუხისმგებლობაა საჭირო, რომ ვირუსის გავრცელების არსებული შედეგები შევინარჩუნოთ

2020-06-22 12:07:20+04:00

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ორმაგი პასუხისმგებლობაა საჭირო ვირუსის გავრცელების კონტროლისა და არსებული სიტუაციის შენარჩუნებისათვის.

როგორც პრემიერმა უწყებათშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ინფიცირების წყაროების დადგენა ხდება, თუმცა არსებული მონაცემებით, მობილობა მაღალია.

პრემიერმა ვირუსთან ბრძოლის პროცესსში მოქალაქეებსა და კომპანიებს მაქსიმალური პაუსხისმგებლობისკენ მოუწოდა.