თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების სარეზერვო სიაში ბავშვების მოსახვედრად განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება. „გაითვალისწინეთ, რომ სარეზერვო სიაში, ისევე როგორც პირველი ეტაპის რეგისტრაციისას, განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტული კატეგორიები” - აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
სააღმზრდელო დაწესებულებაში მისვლისას, სავალდებულოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეკომენდაციების დაცვა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 5 340 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.