რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები - Palitra News

რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები

2020-06-20 11:35:56+04:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი პირი სატვირთოს მძღოლია და ეს შემთხვევა სხვა ქვეყნიდან შემოტანილად ითვლება, ხოლო ორი - ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება.

მისივე განცხადებით, დღეს “კოვიდ19”-სგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.