ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია Obozrevatel-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე პირველ კომენტარებს აკეთებენ - Palitra News

ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია Obozrevatel-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე პირველ კომენტარებს აკეთებენ

2020-06-19 16:00:41+04:00

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოცემა Obozrevatel-ის გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტური არ არის და მთლიანად დამონტაჟებულია.

გვარამიას თქმით, ეს ჩანაწერი მისთვის ვალიდური წყაროს არ წარმოადგენს, რომელსაც დაეყრდნობოდა. მისი თქმით მასალა სიტყვა -სიტყვით არის აკინძული. გიორგი გაბუნიას თქმით კი მას ჩანაწერი არ უნახასვ თუმცა თუმცა ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაცია ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ჰქონდა ნიკა გვარამიასგან.

როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რადგან ნიკა გვარამიას ჰქონდა ამ საკითხზე ინფორმაცია, გასაკვირი არ არის, რომ ამის შესახებ სხვებსაც სცოდნოდა.