სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა, ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო - გიორგი გაბუნია - Palitra News

სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა, ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო - გიორგი გაბუნია

2020-06-19 12:28:55+04:00

"მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მან დღეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვის შეთავაზება მიიღო. როგორც გაბუნიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სახელმწიფოს მას ყველანაირი სახის დაცვა შესთავაზა მათ შორის სახის, სახელის და გვარის ცვლილება.

გაბუნიას თქმით, მას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. და საბოლოო გადაწყვეტილებას ადვოკატთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღებს. ჟურნალისტის თქმით, მას გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მოუწერია და თავისუფლად ლაპარაკი შეუძლია.

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნია და მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხებიან. საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღკვეთილ დანაშაულს ეხება. როგორც მთავარი არხის გენრალური დირექტორი აცხადებს სუსმა ჩეჩნეთის მოქალაქე დააკავა რომელსაც რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი