სპეცოპერაცია მოსკოვის გამზირზე - სუს-ი უარყოფს, რომ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება ვასამბეგ ბოკოვის საქმეს უკავშირდებოდა - Palitra News

სპეცოპერაცია მოსკოვის გამზირზე - სუს-ი უარყოფს, რომ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება ვასამბეგ ბოკოვის საქმეს უკავშირდებოდა

2020-06-18 12:07:26+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელსაც ვასამბეგ ბოკოვის საქმესთან კავშირი არ აქვს. მათივე ინფორმაციით ღონისძიებების შედეგად ადგილზე არავინაა დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ კინოლოგებიც.