ამირან გამყრელიძე - პნევმონიის დროს პრეპარატ "დექსამეტაზონის" გამოყენება მედიცინაში არახალი ხილია - Palitra News

ამირან გამყრელიძე - პნევმონიის დროს პრეპარატ "დექსამეტაზონის" გამოყენება მედიცინაში არახალი ხილია

2020-06-17 14:55:44+04:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ 19-ის დროს ერთ-ერთი მთავარი კლინიკური მიმდინარეობა ინტენსტიციური პნევმონიაა, რომლის დროსაც კორტიკოსტეროიდების ანუ მათ შორის, პრეპარატ „დექსამეტაზონის“ გამოყენება არახალი ხილია მედიცინაში.

გამყრელიძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიახლის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ჯანმო კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში პრეპარატ "დექსამეტაზონის გამოყენების პირველადი კლინიკური ცდების შედეგებს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს "დიდებული სიახლეა".

ცნობისათვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევას -RECOVERY - ატარებენ, განაცხადეს, რომ პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადით მკურნალობას ან სასუნთქ აპარატზე მიერთებას საჭიროებენ, სიკვდილიანობას დაახლოებით ერთი მესამედით ამცირებს.