ქვიშხეთში პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით ახალი სასტუმრო "მწერლები" გაიხსნა - Palitra News

ქვიშხეთში პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით ახალი სასტუმრო "მწერლები" გაიხსნა

2020-06-16 14:19:03+04:00

ქვიშხეთში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სასტუმრო „მწერლები“ გაიხსნა. ინვესტიციამ 15 მლნ ლარი შეადგინა და 30 ადამიანი დაასაქმა, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივები არიან.

სასტუმრო „მწერლები“ ამჟამად არსებულ 20 ნომერს უახლოეს მომავალში 40 ნომერი დაემატება და ასევე გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი.

ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და სხვა.