2020 წლის მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 86 ათასი ტონა, რაც 17 ათას 500 ტონით ანუ 25,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და 800 ტონით ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ, ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 398 ათას 900 ტონა, რაც 5 ათას 300 ტონით ანუ 1,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ფაქტიურად არ შეცვლილა, რაც განპირობებულია ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტებზე Platts -ის მიხედვით საერთაშორისო ფასის მნიშვნელოვანი კლებით, თუმცა მისი მოხმარება იგივე პერიოდთან მიმართებაში შემცირებულია, Covid-19-დან გამომდინარე, საშუალოდ 20%-ით.