საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკრაინის ელჩის დაბარების ფაქტს ეხმაურება. როგორც სააკაშვილი სოიალურ ქსელ ფეისბუქში წერს საქართველოს დღევანდელ მტავრობას უკრაინა მათი მსგავსი მონათმფლობელური საზოგადოება ჰგონია სადაც ხელისუფლება აკონტროლებს თითოეულ მოქალაქეს.
სააკაშვილის თქმით, ის არ არის უკრაინის მთავრობის წევრი და არც ოფიციალური წარმომადგენელი, არამედ ეროვნულ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარეა და აზრის გამოხატულების სრული თავისუფლება აქვს.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უწყებაში საქართველოში უკრაინის ელჩის დაბარებას გეგმავს. გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სააკაშვილის განცხადებით ის არ აპირებს მშვიდად უყუოს საქართველოს განადგურებას და ემზადება გამარჯვებისთვის.