ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა - Palitra News

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-06-11 13:06:27+04:00

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დაღუპული საჩინო გეგეჭკორი 70 წლის იყო.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 436-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი კი 6 532-ია.