ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა ათას 60 ტონა შეადგინა, რაც 37,7%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით და 40,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან, რაც მთელი იმპორტის 24,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, გერმანია და სხვ.
2020 წლის იანვარ-მაისში კი საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 6 ათას 70 ტონა შეადგინა, რაც ათას 49 ათასი ტონით ანუ 19,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.