სოფელ გეტას საკარანტინო ზონაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა, ორი საინკუბაციო პერიოდი კი რამდენიმე დღეში მთავრდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით სოფლის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.აღებულია 35 ბიოლოგიური ნიმუში.
წითელ ზონაში ასევე მასობრივი თერმოსკრინინგიც განხორციელდა.
აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, უახლოეს დღეებში, სოფელ გეტასთვის საკარანტინო სტატუსის მოხსნის საკითხი.