შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ - პირველ რიგში ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში - პრემიერი - Palitra News

შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ - პირველ რიგში ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში - პრემიერი

2020-06-10 12:09:35+04:00

შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და პირველ რიგში ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც ჯერ არ გვინახავს და ვალდებულები ვართ, დავათვალიეროთ ისინი.