ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2 პირის ინფიცირების წყარო კი უცნობია - პრემიერი - Palitra News

ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2 პირის ინფიცირების წყარო კი უცნობია - პრემიერი

2020-06-09 10:29:57+04:00
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია.როგორც პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, კიდევ 2 შემთხვევის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირები უკიდურესად ნაადრევია.